суббота, 30 июня 2012 г.

სამეჯლისო ცეკვები


სამეჯლისო ცეკვები მიეკუთვნება სხვადასხვა ცეკვათა ჯგუფს , რომელთა ნაწილს ეროვნული წარმომავლობა აქვს. სამეჯლისო ცეკვები სრულდებოდა მეჯლისებზე,რომლებიც იმართებოდა მოპარკეტებულ შენობაში. ყველა სამეჯლისო ცეკვას ასრულებდნენ წყვილები.
დღეს ტერმინში " სამეჯლისო ცეკვები" იგულისხმება " სპორტული ცეკვები " და " საცეკვაო სპორტი ".
სამეჯლისო ცეკვები იყოფა ორ ნაწილად : ლათინო-ამერიკულ და ევროპულ (სტანდარტი) ცეკვებად.










четверг, 28 июня 2012 г.

ისტორია


   ევროპული კულტურის განვითარების განმავლობაში სამეჯლისო ცეკვებზე გავლენას ახდენდნენ სხვადასხვა ეთნიკური წყაროები, ასევე პროფესიული ცეკვა.
  XX საუკუნის სამეჯლისო ცეკვა ევროპული ცეკვების საფუძველზე შეიქმნა, XIX—XX საუკუნეებში კი აფრიკული და ლათინოამერიკული მუსიკალური და ცეკვის კულტურა შემოიჭრა.ამან განაპირობა ის, რომ თანამედროვე სამეჯლისო ცეკვების უმრავლესობას აქვს აფრიკული ფესვები, უკვე კარგად შენიღბული ევროპის საცეკვაო სკოლაში ტექნიკური დამუშავების შედეგად. 
   1920 წელს ინგლისელმა ექსპერტებმა გადაწყვიტეს სამეჯლისო ცეკვა საკონკურსო ცეკვად ექციად და მას შემდეგ სამეჯლისო ცეკვები გაიყო - სპორტულ და სოციალურ ცეკვებად.
   1930-1950-იან წლებში სამეჯლისო ცეკვების რაოდენობა გაიზარდა და დაემატა ხუთი ლათინოამერიკული ცეკვა ( რუმბა, სამბა, ჯაივი, პასადობლი, ჩა-ჩა-ჩა ).




среда, 27 июня 2012 г.

ევროპული პროგრამა

ევროპულ პროგრამაში შედის 5 ცეკვა :


· ნელი ვალსი ( 29-30 ტაქტი წუთში )




· ვენური ვალსი (58-60 ტაქტი წუთში )



 · ტანგო ( 32-33 ტაქტი წუთში )



· ფოქსტროტი (28-30 ტაქტი წუთში )



· კვიკსტეპი (50-52 ტაქტი წუთში )










вторник, 26 июня 2012 г.

ლათინოამერიკული პროგრამა

ლათინოამერიკულ პროგრამაში შედის 5 ცეკვა :


სამბა (50 ტაქტი წუთში )




ჩა-ჩა-ჩა (30 ტაქტი წუთში )




რუმბა ( 26-27 ტაქტი წუთში )



პასადობლი ( 60-62 ტაქტი წუთში )




ჯაივი ( 43-44 ტაქტი წუთში )




понедельник, 25 июня 2012 г.

ნელი ვალსი




შექმნის თარიღი- 1922 წ.
სიჩქარე- 29-30 ტ/წთ.
მუსიკალური ზომა- 3/4

წყვილთა (ქალ-ვაჟთა) სამეჯლისო ცეკვაა . დაფუძნებულია წინსვლით მოძრაობასთან შერწყმულ ნარნარ ტრიალზე. 1922 წლიდან ცეკვა გახდა ისეთივე პოპულარული, როგორც ტანგო. იგი უფრო ნელი და ნარნარი ცეკვაა. თავისი განვითარება ჰპოვა ინგლისში და ამერიკაში, სადაც შეტანილი იყო XIX საუკუნის შუა წლებში. XX საუკუნის დასაწყისში ვალსი სტილიზირებული იყო ინგლისელების მიერ და გახდა საკონკურსო ცეკვა, მან მიიღო დასახელება "ნელი ვალსი".












воскресенье, 24 июня 2012 г.

ვენური ვალსი

შექმნის თარიღი- 1775 წ.
სიჩქარე- 60ტ/წთ.
მუსიკალური ზომა- 3/4
 XIX საუკუნეში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ახალი ცეკვა- ვალსი, რომელმაც თავისი სათავე აიღო ევროპული ხალხის სხვადასხვა ცეკვებიდან. არსებობს ცეკვის წარმოშობის ორი ვერსია: გერმანული და ფრანგულ-იტალიური.
ვალსის გამოჩენამ განაპირობა ის, რომ ბევრმა უარი თქვა ფრანგული საყოფაცხოვრებო ქორეოგრაფიისათვის დამახასიათებელ კანონებზე. ეს ის ცეკვა იყო, რომელიც მიიღო მოსახლების დიდმა ნაწილმა. ვალსის ბედი დაკავშირებულია ლანერისა და შტრაუსის სახელთან. შტრაუსმა უკვდავი გახადა ვალსი. ვალსი გახდა ცეკვების მეფე, ხოლო თვით შტრაუსი ვალსის მეფედ იქნა აღიარებული.










суббота, 23 июня 2012 г.

ტანგო






შექმნის თარიღი-1910წ.
სიჩქარე- 32-33ტ/წთ.
მუსიკალური ზომა-2/4

კლასიკური ცეკვის ყველაზე რომანტიული სახეობაა. მისი ცეკვისას ქალი და მამაკაცი ყოველთვის შეყვარებულ წყვილად აღიქმება.ტანგოს შეყვარებულთა არისტოკრატიულ ცეკვასაც უწოდებენ, თუმცა თუ მის ისტორიას გადავხედავთ, აღმოჩნდება , რომ ამერიკაში ევროპიდან ემიგრირებული ღარიბებისა და მონების ცეკვა იყო.დღეისათვის ტანგოს სამშობლოდ არგენტინაა მიჩნეული.
ტანგოს წარმომავლობა ბუნდოვანია , თუმცა ის ფაქტი, რომ შუა საუკუნეებში გაჩნდა უდავოა. ტანგოს შექმნის რამდენიმე ვერსია არსებობს. პირველის მიხედვით, ეს ცეკვა ესპანური ფლამენგოსგან წარმოიშვა, რომელიც შემდეგ არგენტინის ეროვნულ ცეკვას შეერწყა. მეორე ვერსიით, იგი აფრიკული ცეკვა ”ტანგანოსგან” წარმოიშვა. არსებობს კუბური ვერსიაც, რომლის თანახმადაც, ტანგო კუბური ცეკვის ”ჰაბანერას” რომანტიული ვარიანტია. ყველაზე გამოკვეთილი კი მაინც ესპანური წარმომავლობაა, კერძოდ, მავრიტანული. მე-15 საუკუნეში მავრიტანელები დღესასწაულს ტანგოს გარეშე არ მართავდნენ, როდესაც მათ ბოშებთან ერთად პირინეის ნახევარკუნძულიდან წასვლა დაიწყეს, დიდი ნაწილი არგენტინაში დასახლდა.იქაურ ხალხს ძალიან მოეწონა ტანგო და მას შეყვარებულთა ”როკვა” უწოდა.სულ მალე ტანგო სამხ.ამერიკის ქვეყნების წამყვანი ცეკვა გახდა და თავის სამშობლოს, ევროპას,აქედან დაუბრუნდა და იქ მას არგენტინული ტანგო უწოდეს.
გავრცელებულია როგორც სალონური ცეკვა...
პირველად სიტყვა ტანგო ცეკვასთან მიმართებაში 1890 წელს გამოიყენეს . დროთა განმავლობაში ტანგო სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭდა.
ტანგოს შესრულების არაერთი მიმდინარეობა არსებობს, მათ შორის: არგენტინული, ურუგვაული, სამეჯლისო, ფინური და ძველებური ტანგო. ტანგოს მუსიკა და ცეკვის ელემენტები ძალზე პოპულარულია .XX საუკუნის ათიან წლებში ბუენოს-აირესელი და მონტევიდეოელი მოცეკვავეები და ორკესტრები გაემგზავრნენ ევროპაში. ტანგოს პირველი ჩვენება პარიზში ,შემდეგ ლონდონში , ბერლინსა და სხვა ქალაქებში გაიმართა. 1913 წლის დასასრულს ცეკვა ნიუ-იორკში , შეერთებულ შტატებში მოხვდა . ა.შ.შ.-ში სიტყვა ტანგო 1911 წლისთვის უკვე ასოცირდებოდა ცეკვებთან რომელთა რტმიც 2/4 ან 4/4 ერთი ნაბიჯი იყო. ზოგჯერ ტანგოს საკმაოდ ჩქარ ტემპშიც ცეკვავდნენ. ამ ხანას ტანგოს ჩრდილოამერიკულ პეროდასაც უწოდებენ .
ტანგოს პარიზის დამახასიათებელ ცეკვად მიიჩნევენ, თუმცა სიყვარულის ქალაქში ამ ცეკვამ 1907 წელს შეაღწია.მსოფლიოს დაპყრობა სწორედ აქედან მოხდა, რადგან ტანგო სულ მალე იქცა არისტოკრატული სალონების წამყვან ცეკვად.






1930-1950_ იანი წლებისთვის გამეფებული დიდი დეპრესიის მიუხედავად, ეს პერიოდი ტანგოს ოქროს ხანად იქცა. ჩამოყალიბდა უამრავი ანსამბლი რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდნენ ნიჭიერი და პერსპექტიული კომპოზიტორები და ტანგოს შემსრულებლები, რომელთა შემოქმედებაც დღეს კლასიკადაა აღიარებული. ანიბალ ტრიო, ოსვალდო პუგლიეზე, ასტორ პიაზოლა და სხვა მრავალი. ტანგოს ხელახლა დაბადებად 1983 წელია მიჩნეული, როცა ნიუ_ იორკში გაიხსნა შოუ ახელწოდებით forever Tango.
სალონის ტანგო გამოირჩევა მოცეკვავეების უფრო გახსნილი პოზიციით, და ტანგოს სხვა მიმდინარეობებზე გაცილებით იმპროვიზაციულია.დატვირთულია სხვადასხვა მოძრაობებითა და მკვეთრი ილეთებით. გამოირჩევა მრავალფეროვანი ნაბიჯებით, ბრუნებით, მანერითა და პოზებით.
საკმარისია ადამიანმა ტანგო ერთხელ იცეკვოს , რომ იგი ვნების ალში გაეხვევა და მისი ნოსტალგია ყოველთვის ექნება. ტანგოს ცეკვისას მთავარია დაიცვა ის ეტიკეტი , რაც ამ ცეკვას ახასიათებს. მოცეკვავეები ცეკვისას ვნებიანი ხდებიან . ხშირად აღნიშნავენ, რომ ტანგოს ცეკვისას ქალმა და მამაკაცმა არ უნდა იფიქრონ სიყვარულზე.ცეკვისას მთავარია მამაკაცმა ქალი თავის მიმართულებით ატაროს. თუ ქალმა ინიციატივა თავის ხელში ჩაიგდო, მაშინ ეს ცეკვა აღარ არის. ისიც თვალშისაცემია , რომ ცეკვისას არის მომენტები, როცა წყვილს შორის აშკარა უთანხმოებაა. ამას სპეციალისტები შემდეგნაირად ხსნიან: ტანგო ეს არის ცხოვრება სიყვარულში. სიყვარული კი არ არსებობს მცირედი კონფლიქტების გარეშე.





ყოველ წელს ბუენოს-აირესში ტანგოს ფესტივალი იმართება. ბუენოს-აირესში ტანგოს მსოფლიო მუზეუმია. ის 2003 წლის დეკემბერში გაიხსნა.
ტანგოს საუკეთესო ავტორად დღემდე ასტორ პიაცოლაა მიჩნეული.






11 დეკემბერი ტანგოს საერთაშორისო დღეა. ამ დღეს დაიბადა ტანგოს უბადლო და საუკეთესო შემსრულებელი კარლოს გარდელი. 
კარლოს გარდელის მონუმენტი
















пятница, 22 июня 2012 г.

ფოქსტროტი



შექმნის თარიღი- 1913წ.
სიჩქარე-
30ტ/წთ.
მუსიკალური ზომა-
4/4
ამერიკელებმა გამოიგონეს ოთხდარტყმიანი რითმი- რეგტაიმი, რომელმაც გვაჩუქა ორი ცეკვა : ფოქსტროტი და კვიკსტეპი.
ფოქსტროტი ამერიკული ცეკვაა, რომელიც გამოიგონა მსახიობმა გარი ფოქსმა.პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ფოქსტროტი გავრცელდა ევროპაში. ფოქსტროტი უჩვეულოდ ჰარმონიული ცეკვაა, რომელიც აერთიანებს ჰაეროვნებას, სიმსუბუქეს და რბილ ნაბიჯებს, სირბილე არის ფოქსტროტის ერთ-ერთი მახასიათებელი.
სწრაფი და ნელი ნაბიჯების კომბინაცია ქმნის დიდი რაოდენობით ვარიაციებს და  მოაქვს უფრო მეტი სიამოვნება , ვიდრე  ცეკვის ყველა ნაბიჯის ერთი და იგივე რიტმში შესრულებას.ფოქსტროტში არსებობს ნაბიჯების სხვადასხვა რიტმული კომბინაციები.
  ფოქსტროტი ყველაზე რთული ცეკვაა სტანდარტულ პროგრამაში. ამ ცეკვით მსაჯები არჩევენ შეუძლია თუ არა მოცეკვავეს სერიოზული ცეკვა. 



















четверг, 21 июня 2012 г.

კვიკსტეპი





შექმნის თარიღი-1923წ.
 სიჩქარე-
50ტ/წთ.
მუსიკალური ზომა-
4/4
კვიკსტეპის წყაროდ ითვლება ნიგერიული ცეკვა ''შიმი'', რომელიც ამერიკაში შეიტანეს აფრიკელმა ზანგებმა. კვიკსტეპი ყველაზე ცოცხალი ცეკვაა ევროპულ ცეკვებს შორის. მას შეიძლება დავარქვათ "სიხარულის" ცეკვა. იმის მიუხედავად, რომ მისი ნაბიჯები ადვილია შესასწავლად, კარგი მოცეკვავე პოულობს მის მუსიკაში ნაბიჯების უსაზღვრო ნაირფერობას. 











среда, 20 июня 2012 г.

სამბა




შექმნის თარიღი-1956წ.
 სიჩქარე-
50ტ/წ
მუსიკალური ზომა-
2/4
 სამბა ბრაზილიური ცეკვაა,თუმცა  იგი ბრაზიული წარმოშობის არ არის. სამბა აფრიკული ცეკვების შერწყმაა, რომელიც ბრაზილიაში შეიტანეს კონგოსა და ანგოლას ზანგებმა. სიტყვა "Zambo" ზანგი მამაკაცისა და ბრაზილიელი ქალის შვილს ანუ მულატს ნიშნავს. 1886 წელს სამბას ეძახდნენ  "Zemba Queca", რომელიც აღწერილი იყო, როგორც "დახვეწილი ბრაზილიური ცეკვა". სამბა სტილიზირებული იყო საკონკურსო ცეკვად და ამიტომ შექმნს წლად აღიარებულია 1956 წელი.
მისი ძირითადი ნაბიჯი ძალზედ ადვილია, ხოლო მუსიკის რითმი ადვილად გასაგები, თუმცა შესასრულებლად ძნელი.

დროთა განმავლობაში ბრაზილიურმა სამბამ ევროპაში შეაღწია. 1950 წელს ამ ცეკვით თავად ბრიტანეთის პრინცესა მარგარეტიც დაინტერესდა. დღეისათვის სამბა ყველა ქვეყნის სამეჯლისო ცეკვებშია შეტანილი და ძალზედ პოპულარული ლათინო-ამერიკული ცეკვაა  .მას მეორენაირად სამხრეთ ამერიკულ ვალსსაც უწოდებენ. სწორედ სამბიდან წამოვიდა ცეკვებილამბადა და მაკარენა.





 




вторник, 19 июня 2012 г.

ჩა-ჩა-ჩა





შექმნის თარიღი-1952წ.
 სიჩქარე-
30ტ/წ
 მუსიკალური ზომა-
4/4
1952  წელს ინგლისის სამეჯლისო ცეკვების ოსტატი, პიერ ლაველი, კუბაში ჩავიდა და რუმბას ორიგინალი ვარიანტი იხილა, სადაც ტემპი აჩქარებული იყო.ინგლისში დაბრუნებისას მან სასწარფოდ დაიწყო ამ ცეკვის დახვეწა და იგი სამეჯლისო ცეკვებში შეიტანა. ცეკვის სახელწოდება ესპანური ჩა-ჩა -სგან წამოვიდა , რომელიც ძიძას ნიშნავს. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, თითქოს ჩა-ჩა-ჩა წარმოდგება სიტყვიდან ჩა-ჩარ, რომელიც კოკის(ტროპიკული მცენარის) ფურცლების ღეჭვას ნიშნავს. სხვა ვერსიით, მისი საფუძველი არის სიტყვაჩაი”. ერთი კი უდავოა, რომ თავად ცეკვა სხვა ცეკვების -გუარაჩასა და რუმბასაგან წარმოიშვა.
1954  წელს ჩა-ჩა-ჩას გუერო რიტმის მანბო უწოდეს. სიტყვა მანბო აფრიკული ტომის ერთ-ერთი რელიგიური ლიდერის სახელწოდებაა. ამ ტომის წევრები ღმერთის დღესასწაულზე როკვას იწყებდნენ. მთავარი პრინციპი იყო, რომ ბარაბნის ერთ დარტყმაზე 5 სწრაფი ნაბიჯი გაეკეთებინათ. ეს დღემდე ახასიათებს მანბოს და ჩა-ჩა-ჩას.