შექმნის თარიღი-1952წ.
სიჩქარე-30ტ/წ
მუსიკალური ზომა-4/4
სიჩქარე-30ტ/წ
მუსიკალური ზომა-4/4
1952 წელს ინგლისის სამეჯლისო ცეკვების ოსტატი, პიერ ლაველი, კუბაში ჩავიდა და რუმბას ორიგინალი ვარიანტი იხილა, სადაც ტემპი აჩქარებული იყო.ინგლისში დაბრუნებისას მან სასწარფოდ დაიწყო ამ ცეკვის დახვეწა და იგი სამეჯლისო ცეკვებში შეიტანა. ცეკვის სახელწოდება ესპანური ჩა-ჩა -სგან წამოვიდა , რომელიც ძიძას ნიშნავს. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, თითქოს ჩა-ჩა-ჩა წარმოდგება სიტყვიდან ჩა-ჩარ, რომელიც კოკის(ტროპიკული მცენარის) ფურცლების ღეჭვას ნიშნავს. სხვა ვერსიით, მისი საფუძველი არის სიტყვა ”ჩაი”. ერთი კი უდავოა, რომ თავად ცეკვა სხვა ცეკვების -გუარაჩასა და რუმბასაგან წარმოიშვა.
1954 წელს ჩა-ჩა-ჩას გუერო რიტმის მანბო უწოდეს. სიტყვა მანბო აფრიკული ტომის ერთ-ერთი რელიგიური ლიდერის სახელწოდებაა. ამ ტომის წევრები ღმერთის დღესასწაულზე როკვას იწყებდნენ. მთავარი პრინციპი იყო, რომ ბარაბნის ერთ დარტყმაზე 5 სწრაფი ნაბიჯი გაეკეთებინათ. ეს დღემდე ახასიათებს მანბოს და ჩა-ჩა-ჩას.
Комментариев нет:
Отправить комментарий